„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს წევრის - თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მისწრაფებები ნატო-სკენ არის შეუქცევადი და არ ექვემდებარება გადახედვას. მე მტკიცედ მწამს, რომ ალიანსი წარმოადგენს უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორს არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისთვის. საქართველო ზედმიწევნით იცავს ნატო-ს პრინციპებს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტანდარტებით, ვალდებულებების პირნათლად შესრულებით და პრინციპებისადმი ერთგულებით - საქართველო სრულად თავსებადია ალიანსთან და ჩვენს მიერ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში აქტიურმა და წარმატებულმა მონაწილეობამ ცხადყო, რომ საქართველო არამხოლოდ უსაფრთხოების მიმღები, არამედ გამცემიც არის", - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიურ სამმხრივ სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.
უახლესი
45 წუთის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს5 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები13 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები15 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს