დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შევედით ჩინეთის ბაზარზე და გავზარდეთ გაყიდვები იაპონიაში - George Grey Winery-ის დამფუძნებელი 2024 წელს კომპანიის შედეგებს აფასებს

შევედით ჩინეთის ბაზარზე და გავზარდეთ გაყიდვები იაპონიაში - George Grey Winery-ის დამფუძნებელი 2024 წელს კომპანიის შედეგებს აფასებს

03-01-2025 10:00:00

2024 წელს შევედით ჩინეთის ბაზარზე და გავზარდეთ გაყიდვები იაპონიაში, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს  George Grey Winery-ს დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განუცხადა.

„ევროპის ბაზარზე გაყიდვები მცირედით შეგვიმცირდა, თუმცა აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად ვინარჩუნებთ. ასევე შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ჯერ არ გამოგვიტანია. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალი წელი უფრო წარმატებული იქნება. 2024 წელს გაყიდვები გასული წლის ნიშნულზე შევინარჩუნეთ“, - ამბობს გიორგი რუხაძე.

მეწარმე აცხადებს, რომ 2024 წელს ძირითადი გამოწვევა იყო 2023 წლის მოსავალი, რომელიც დაბალი ხარისხის იყო. თუმცა 2025 წელს უკეთეს შედეგებს ელოდებიან, რადგან წელს საკმაოდ მაღალი ხარისხის ყურძენი მიიღეს და შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო იქნება.

„ჩვენთვის სამიზნე და სტრატეგიული ბაზარია აშშ, სადაც ვგეგმავთ ექსპორტის მოცულობისა და დაფარვის ზონის გაზრდას, რადგან ამ დროისთვის ჩვენი ღვინო მხოლოდ ერთ შტატში იყიდება. გვაქვს სამოქმედო გეგმა და მოლოდინი, რომ ეს სტრატეგია გაამართლებს. ასევე ჩინეთში ვგეგმავთ გაყიდვების ზრდას. ჩვენ ვაწარმოებთ პრემიუმ ხარისხის ღვინოებს და კონკურენციაში არ შევდივართ მასობრივი წარმოების პროდუქტებთან, რაც კონკურენტულ უპირატესობას მოგვცემს აშშ-სა და ჩინეთის ბაზრებზე“, - ამბობს გიორგი რუხაძე.  

ამასთან, George Grey Winery აწარმოებს ცისფერ ღვინოს და ბრენდის რებრენდინგის შედეგად „შეიდის“ ელფერის სახელწოდებით იყიდება

გიორგი რუხაძის ინფორმაციით კომპანია წლიურად 50 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს, საიდანაც დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, ხოლო დაახლოებით ოცი პროცენტი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

George Grey Winery-ის ღვინოები წარმოდგენილია ევროპაში - ავსტრიაში,გერმანიაში, ჩეხეთსა და შვეიცარიაში. ასევე ექსპორტზე გადის აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და უზბეკეთში.

George Grey Winery-ს მეღვინეობის ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიულ სოფელ წილკანში დაიწყო. ამ რეგიონში ღვინის წარმოება დაახლოებით 1400 წელს ითვლის. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ტრადიციებით და გამოცდილებით შეიქმნა ღვინის დაყენების ახალი კონცეფცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ტრადიციულ ღვინოებს სთავაზობს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები