დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი ნდობა უჩნდებათ - მიხეილ ხიდურელი

ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი ნდობა უჩნდებათ - მიხეილ ხიდურელი

19-11-2023 20:00:35

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ცნობადობა არის მაღალი და შესაბამისად, პროდუქტისადმი უჩნდებათ ნდობა, - ის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა  განაცხადა. 

„ჩინეთი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის, ამას მოწმობს სტატისტიკაც, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც კი მსხვილი ღონისძიებაა ჩინეთში საქართველოდან საუკეთესო კომპანიები ესწრებოდნენ“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. 

მან ჩამოთვალა ის პროდუქციები, რომლითაც ჩინეთში საქართველოს ყველაზე მეტად იცნობენ.

„პირველი არის ღვინო, შემდეგ თხილეული, სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი და წვენი“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები