დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ

ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენა 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ

11-09-2023 17:44:37

ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა, ერთი შემოსვლის ვადა 30 - დღიანია, - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ლევან დავითაშვილის განმარტებით,  აღნიშნული პრიოდი ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

„ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30 - დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ“, - აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ თანმიმდევრულად მიყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი იყო ისტორიული, იმიტომ, რომ ამ ვიზიტის შედეგად მოაზრებულია მთელი რიგი ინიციატივების განხორციელება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა იყოს განვითარების კუთხით. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ვხედავთ ეს არის ტურისტული სექტორი, ჩინეთი არის ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში, ალბათ ყველასთვის სასურველი ბაზარი. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები