ვაცხადებთ მზაობას, რომ განგრძობით რეჟიმში განვახორციელოთ ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია არსებული ქსელის გაუმჯობესებისა და მომავალში ზუსტად ისეთი გამოწვევების საპასუხოდ, როგორიც არის 5G, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა თამარ გახარიამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ CBS ჯგუფში შემავალი კომპანიაა „სელფი მობაილი“, რომელიც ბაზარზე სელფის ბრენდით ოპერირებს.
მისი განმარტებით, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფონზე კომპანიას შესაძლებლობა აქვს, რომ უმტკივნეულოდ დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც სამომავლოდ 5G ლიცენზიის მიღებას უკავშირდება.
„მიმდინარე წლიდან CBS ჯგუფი საკმაოდ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ვიწყებთ. ჩვენი გუნდისთვის, როგორც ჯგუფის დონეზე ასევე სელფი მობაილის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ქსელის ხარისხის გაუმჯობესება, არეალის დაფარვის გაზრდა და მათ შორის მომავალზე ზრუნვა. მსოფლიო ტრენდები ყველასთვის ცნობილია, რომ მივდივართ ხელოვნური ინტელექტის, ასევე მანქანური სწავლების მიმართულებით. ცხოვრების ტემპის ზრდასთან ერთად წარმოიქმნება გარკვეული მოთხოვნები და მოთხოვნილებები როგორც საცალო მომხმარებელთა ბაზიდან ასევე სახელმწიფო და ბიზნესის საჭიროებებიდან.
სწორედ აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უკვე დღეიდან ვიწყებთ იმისათვის მზადებას, რომ რამდენიმე წელიწადში ვუპასუხოთ ამ გამოწვევას და 5G ტექნოლოგიებისთვის ვიყოთ მზად.
რატომ გახდა ჩვენთვის ეს ტენდერი მომხიბვლელი განსხვავებით კონკურენტებისგან? იმიტომ, რომ როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ჩვენი ქსელის შესწავლასთან დაკავშირებით, დეტალური ანალიზი გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და მივხვდით, რომ შესაძლებლობაა , რომ მიმდინარე გაუმჯობესებასთან ერთად ძალიან უმტკივნეულოდ ინტეგრირდეს ნოკიას ტექნოლოგიები, რომ კომპანია ზედმეტი დროისა და ზედმეტი რესურსების დაზოგვის ხარჯზე განვითარებულიყო. შესაბამისად ტექნოლოგიური ლიდერმა კომპანიამ როგორიც არის ნოკია შემოგვთავაზა მისი პორტფელიდან უახლოესი გადაწყვეტილებები, რომელიც არსებული ქსელის გაუმჯობესებასთან ერთად გვალევს იმ ვალდებულებების უმტკივნეულოდ შესრულების საშუალებას, რაც გამოცხადებულია 5G ლიცენზიის ტენდერში. ჩვენ უფრო მეტად მზად ვიყავით და დრო და მომენტიც დაგვემთხვა, რომ შევძელით აგვეღო ეს პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე“, - აცხადებს CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი თამარ გახარია.
უახლესი
17 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე19 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა19 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს