2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერომიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები British Airways და easyJet იწყებენ. საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენებისშესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.
„ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბრიტიშ ეარვეისთან" და „იზიჯეტთან" - ასეთი ძლიერი, გლობალური ორი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოს სრულიად ახალ ტურისტულბაზრებზე უჩნდება წვდომა, რადგან ავიაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ინდუსტრიისგანვითარებაში. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყებით და ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანიებისდაინტერესებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ბაზრებისდივერსიფიცირებას, მდგრად განვითარებას და, საერთო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება, სწორია დასამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტების განხორციელების საფუძველს ქმნის" - განაცხადაეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ავიარეისები ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 6 სიხშირითშესრულდება.
„დიდ ბრიტანეთთან ორი ავიაკომპანიის სერვისებით ვაბალანსებთ მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანიავიაკომპანიის შემოსვლას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების გაზრდას, პარალელურად, ვაწარმოებთმარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ლონდონთან პირდაპირი ფრენების გარდა, ასევე ხაზგასასმელია „იზიჯეტის" ახალი მიმართულება თბილისსა და ჟენევას შორის, რაც შვეიცარიასთანპირდაპირი ფრენების პირველი შესაძლებლობაა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგიმიმართულებებით და განრიგით შესრულდება:
British Airways ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1 აპრილიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაეროხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
easyJet Switzerland ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა - თბილისი - ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს;
easyJet Europe Airline GmbH ფრენებს შეასრულებს 1 აპრილიდან მილანი - თბილისი - მილანის საჰაერო ხაზზეკვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.
უახლესი
45 წუთის წინ
Apple-ი ოპერაციული სისტემების დიდ რენოვაციას გეგმავს1 საათის წინ
ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - TBC Capital2 საათის წინ
ჩვენი ნიშა სახლური გემოებია - DIVOL