დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა

09-02-2023 16:01:20

Bloomberg–ის სავაჭრო პლატფორმაზე ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში დოლართან მიმართებით ლარი მკვეთრად გაუფასურდა. 

თბილისის დროით 16:01 საათისთვის 1 აშშ დოლარი  2,6760 ლარი ღირს.

დღის განმავლობაში ლარი 0.64%–ით არის გაუფასურებული. ვაჭრობის დასაწყისში ლარი თავდაპირველად გამყარების მიმართულებით წავიდა და ყველაზე დაბალი კურსი 2,6438 ნიშნულზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ლარი აშშ დოლართან  მიმართებით 1,6%–ით არის გამყარებული.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები