დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს სექტორის ბრუნვის 69.3%-ი მსხვილ ბიზნესზე მოდის

ბიზნეს სექტორის ბრუნვის 69.3%-ი მსხვილ ბიზნესზე მოდის

05-06-2023 11:13:07

2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2023 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.8 პროცენტი.

2023 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 24.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და  მომსახურების ყიდვებმა - 15.7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 716.1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი - კაცი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები