დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bene Exclusive დაფუძნებიდან წარმატებით ინარჩუნებს ხარისხის უმაღლეს სტანდარტს გადაადგილებისა და პრემიუმ სერვისის მიმართულებით - ბენე ბასილია

Bene Exclusive დაფუძნებიდან წარმატებით ინარჩუნებს ხარისხის უმაღლეს სტანდარტს გადაადგილებისა და პრემიუმ სერვისის მიმართულებით - ბენე ბასილია

27-05-2024 01:20:00

“ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტისთვის, მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული და დახვეწილი სერვისი  შევთავაზოთ ტრანსპორტირების მიმართულებით” - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან Bene Exclusive-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ბენე ბასილიამ განაცხადა.

მისი თქმით, Bene Exclusive შექმნის დღიდან ფოკუსირებულია ხარისხზე და მრავალწლიანი პრემიუმ მომსახურების  გამოცდილების საფუძველზე, არსებული კორპორატიული კლიენტების ნდობას და მოლოდინებს ერთგულად ამართლებს.

„ვფიქრობთ, საქმიანობიდან გამომდინარე ნამდვილად დიდი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ვინაიდან ჩვენი სტუმრების ძირითადი ნაწილი უცხოელია და ბუნებრივია, რომ გვაქვს  წვდომა უნიკალურ, მაღალშემოსავლიან აუდიტორიაზე, ვინც ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე ეძებს ხარისხს, კომფორტს, დახვეწილ მომსახურებას თუ პროდუქტებს და პირველი შეხება აქვს „Bene exclusive”-თან, სწორედ ამიტომ ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს უდიდეს პრივილეგიასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, შესაძლებლობაა, რომლის ათვისებასაც ახლაც მაქსიმალურად ვცდილობთ და სამომავლო გეგმებიც დიდი გვაქვს ამ მიმართულებით.
გარდა ამისა, მუდმივად ვაკვირდებით ტენდენციებს და ვცდილობთ ყველა მიმართულებით გავაუმჯობესოთ სერვისი და გავზარდოთ ჩვენი ავტოპარკი. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი ვფიქრობთ ელექტრომობილები იქნება და ჩვენც ამ ტენდენციას უნდა ავუწყოთ ფეხი“, - აცხადებს ბენე ბასილია.

Bene Exclusive პრემიუმ კლასის ავტომობილებით აქტიურად ემსახურება თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ მგზავრებს და მათ კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნავს. 

 „Bene Exclusive პრემიუმ გადაადგილების სერვისი და უპირობო ლიდერია სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით. კომპანია ბაზაზრე 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს და  მომხმარებელს სთავაზობს: უახლესი, პრემიუმკლასის ავტომობილებით მომსახურებას, რაც არა მხოლოდ საიმედოობისა და ხარისხის გარანტია, არამედ კომპანიის დამოკიდებულების მაჩვენებელია თითოეული კლიენტის მიმართ.
ჩვენ პრემიუმ კლასის ავტომობილებით მთელი საქართველოს მასშტაბით ვემსახურებით, როგორც ტურიზმის სფეროს ისე სასტუმროებს და სამთავრობო სტრუქტურებს.

ბაზარზე 2017 წლიდან ვართ, 2019 წლიდან კი დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების მომსახურება და ამ 4 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც დაგვეწყო ოპერირება“, - აცხადებს Bene Exclusive-ს დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი.

გასული წლის  სტატისტიკით Bene Exclusive-ის პრემიუმ კლასის 150 ავტომობილმა
140 000 გადაადგილება, 50 სედანის ტიპის ავტომობილმა კი 80,000 შიდა ტრანსფერი
განახორციელა, სადაც მგზავრების 97% უცხოელი ტურისტი იყო. მათ შორის საელჩოების დიპლომატები, დელეგაციები, ქვეყანაში ჩამოსული ეროვნული ნაკრებები, ტურნეს ფარგლებში ჩამოსული არტისტები და უმაღლესი კლასის სასტუმროები.

„გამომდინარე საქმის სპეციფიკიდან და მუდმივად მზარდი სტანდარტის მოთხოვნიდან გვაქვს შეხება ისეთ სეგმენტთან, ვისთვისაც პრემიუმ ხარისხი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ყოველმხრივ ვცდილობთ განვვითარდეთ, შევქმნათ და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტი “, - ამბობს ბენე ბასილია.
„Bene Exclusive” ავტოპარკი  უახლესი თაობის ბიზნეს კლასის ავტომობილებითაა დაკომპლექტებული. კომპანიის ავტოპარკი დღეისათვის 200-მდე ავტომობილს აერთიანებს. ავტოპარკის კატეგორიაში შეხვდებით სედანებს, ქროსოვერებს, მინივენებს, ბიზნეს კლასის ავტომობილებს, მიკრაოვტობუსებსა და ავტობუსებს.

„როგორც იცით, კომპანია ემსახურება, როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ისე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის უმსხვილესი სასტუმროების ქსელებს. ასევე სამთავრობო დელეგაციებს, საელჩოებს, სამინისტროებს, უცხოურ ორგანიზაციებს, სპორტულ ფედერაციებს, ტურისტულ კომპანიებს და სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს,სწორედ ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და ზომის ტრანსპორტს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

რა თქმა უნდა მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ავტოპარკის მოძრაობას და ყველა მანქანაში გვაქვს ჩვენი GPS მოწყობილობა, ამავდროულად მენეჯერები 24 საათიან რეჟიმში აკვირდებიან არა მხოლოდ აეროპორტის ტაქსის მანქანებს, არამედ ყველა არსებულ მანქანას.

ასე, რომ  მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით ამ დინამიკას და გარდა ამისა გვყავს ჰიბრიდული ავტომობილები,რომ ჩვენი მხრივ წვისა  და ეკოლოგიის კონტროლიც მოვახერხოთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ბენე ბასილიამ.

შეგახსენებთ, რომ Bene Exclusive ლიდერი კომპანია ტრანსპორტისა და პრემიუმ მომსახურების სფეროში 2017 წელს შეიქმნა. კომპანიამ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა, რაც, თავის მხრივ, მრავალფეროვანი ავტოპარკისა და კვალიფიციური კადრების თავდაუზოგავი შრომის  შედეგია.

ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია Bene Exclusive-ში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო დაახლოებით 200-მდე ადამიანი კი სეზონურად უერთდება გუნდს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები