ბათუმი ტურისტული სეზონისთვის მზად არის. კოორდინირებულად მუშაობს მერიის ყველა სამსახური. საგანგებო რეჟიმზე გადავა მერიის დასუფთავების სამსახური, რომელსაც ტურისტულ სეზონზე მობილური ჯგუფები დაემატება.
როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, დღეში რამდენჯერმე განხორციელდება როგორც ქალაქის ტერიტორიის, ასევე სანაპირო ზოლის მონიტორინგი და დასუფთავება. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონს ქალაქი სრულად განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით ხვდება. ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ ბათუმის ბოტანიკური ბაღში, სადაც შეიქმნა ახალი, ,,წყნარი დასვენების სივრცე“.
შეძენილია 8 ერთეული ტექნიკა. აგვისტოში კი, კიდევ 3 ახალი ელექტრომობილის შეძენა განხორციელდება. ტურისრტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება ბათუმის დელფინარიუმი, სადაც ზაფხულის პერიოდში, შოუების დღიური რაოდენობა გაიზრდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით იზღუდება ნებართვების გაცემა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე.
„შეუფერხებლად გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბათუმში არაერთი ფესტივალი, მუსიკალური საღამო და ტურნირი გაიმართება“, - განმარტავენ მერიაი.
უახლესი