დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურიანში წლიურ ჭრილში ბინების გაყიდვები  51.1%-ით გაიზარდა

ბაკურიანში წლიურ ჭრილში ბინების გაყიდვები 51.1%-ით გაიზარდა

15-11-2024 17:35:00

2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 352 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 51.1%-იანი ზრდაა, - ამის შესახებ Galt&Taggart– ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. .

ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო დაგვიანებული რეგისტრაციებით.

ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 78.6% შეადგინა.

ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.4% ბიუჯეტური ფასის სეგმენტიდან იყო (< $1,000).

ბაკურიანში ამჟამად პირველად ბაზარზე 16 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.

2024 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და $1,035/მ2 -ს გაუტოლდა.

ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 16.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 62.7%- იანი ზრდაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები