მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

1 მილიარდით იტყუებით, სირცხვილია - ლევან სურგულაძე რომან გოცირიძეს ტყუილში ამხელს

news image

ფინანსისტი ლევან სურგულაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება:

„ბატონო რომან, ეროვნულმა ბანკმა 4.95 მილიარდი კი არა 3.95 მილიარდი ლარის მოკლევადიანი (7 დღე) სესხი მისცა ბანკებს ლიკვიდობის მიზნებისთვის. 1 მილიარდით იტყუებით (!) - კარგით რა, ეს უკვე მეტისმეტია! ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს 1 მილიარდის ცდომილება როგორ უნდა გქონდეთ?!, თქვენს ადგილზე დავანებებდი თავს ეკონომიკურ / ფინანსურ საკითხებზე საჯაროდ წერას. თქვენს პოსტში სხვა აბსურდულ ნარატივზე და არასწორ მსჯელობაზე აღარაფერს ვწერ...იხილეთ ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი: https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data“,- წერს ლევან სურგულაძე Facebook-ზე.

მანამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

„მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, დღეს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე გასცა 4,95 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ამარაგებს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს იაფი ფულით, ე. წ. რეფინანსირების სესხებით, იქვეა სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთები, იქვეა საპენსიო ფონდის ფული. ქართული კომერციული ბანკები არნახულ მოგებას ნახულობენ. არც ევროპისა და არც რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ არის აქტივებთან შედარებით იმ ზომის მოგება, რაც საქართველოს საბანკო სისტემაშია. მომხმარებლებისათვის სესხზე პროცენტები არ მცირდება, ბანკები მდიდრდება“, - დაწერა რომან გოცირიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა