აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, კოკოტაურში მდებარე ტურისტული ობიექტი „სერი“ 2025 წელს გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-ს ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განუცხადა, გაფართოების გეგმები აქვთ, თუმცა მანამდე 2024 წლის შედეგები უნდა შეაფასონ.
„ტურისტული ობიექტი სამი კოტეჯისგან შედგება. პირველი სტუმარი მივიღეთ 2021 წელს. ბიზნესი შექმნილია პირადი ინვესტიციებით, ევროკავშირისა და „აწარმოე საქართველოს“ მცირე დაფინანსებით. ობიექტი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი 2024 წლის სეზონს დატვირთულობის კუთხით საშუალოდ აფასებს.
„სტუმრებს ვთავაზობთ კოტეჯებში განთავსებას, აუზით სარგებლობას, აჭარულ ოჯახურ კერძებს. გვაქვს პატარა ტურები. ადგილობრივ მემარნეებთან. სეზონების მიხედვით კოტეჯში ერთი სტუმრის განთავსების ფასი 200-დან 500 ლარამდე. დეკემბერსა და იანვარში ფასი შედარებით დაბალია“, - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.
რაც შეეხება ვიზიტორების გეოგრაფიას, ადგილობრივებსა და უცხოელებს შორის ვიზიტების თანაფარდობა 50/5-ზეა.
„ძირითადად გვსტუმრობენ პოსტსაბჭოთა და არაბული ქვეყნებიდან. თუმცა ვფიქრობთ ვიზიტორების გეოგრაფია გაფართოვდება, რადგან ჩვენს ობიექტს აქვს იშვიათი ადგილმდებარეობა. იშლება მშვენიერი ხედები, დაშორებულია დასახლებულ პუნქტებთან და აღჭურვილია დასვენებისთვის საჭირო ყველა სერვისთ“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა2 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა2 საათის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“