2024 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 64 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.7%-იანი შემცირებაა,- ამის შესახებ Galt&Taggart– ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამავე პერიოდში მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 76.9% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 43.8% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).
გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
2024 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი მცირედით შემცირდა $1,417/მ2 -მდე.
გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.5%-იანი შემცირებაა.
უახლესი
2 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა3 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა