Raw Food-ის ანუ ცოცხალი საკვების პირველი კაფე-სამზარეულო საქართველოში ,,უმმი“ მენეჯმენტისა და მენიუს განახლების შემდეგ წარმოების განვითარებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა სოფია თანიაშვილმა განუცხადა, 2025 წლიდან გეგმავენ პირადი ინვესტიციითა და ბანკის ფინანსური რესურსით „უმმის“ ჯანსაღი საკვების წარმოება განავითარონ და ექსპორტზეც გავიდნენ.
„ეს ხელს შეუწყობს „უმმის“ პროდუქციის პოპულარიზაციას, რომელიც ოთხი ტექნოლოგით გაღივება, დეჰიდრატაცია, ფრიზინგი და ფერმენტაცია - ასე იქმნება უმი პიცა, გამომშრალი პური, ყაბაყის სპაგეტი და ა.შ) მზადდება“- აცახდებს ბრენდის წარმომადგენელი.
ამასთან, როგორც „უმმის“ თანადამფუძნებელი ამბობს, კომპანიის ცნობადობა და მომხმარებლების ცნობიერება გაზრდილია და 2024 წელს გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალურ მენიუებზე, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.
მენეჯმენტში ცვლილებებისა და მენიუს განახლების შემდეგ „უმმის“ კაფემ ოპერირება განაახლა და ახალი ობიექტი თბილისში, ვასილ ბარნოვის 57/ა-ში გაიხსნა.
„მომხმარებელს 30-35 დასახელების კერძს ვთავაზობთ. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ახლა ვმუშაობთ მაგ საკითხზე, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კერძების ფასები“, - განაცხადა სოფია თანიაშვილმა.
რაც შეეხება კაფეს შექმნაში ჩადებულ ინვესტიციას, ყველაფერი სახლის პირობებში, ნულოვანი ინვესტირებით დაიწყო. მოგვიანებით კი ,,შარქ თენქის" დახმარებით კომპანიის დამფუძნებლებმა 70 000 ლარიანი თანადაფინანსება მიიღეს და გაფართოვდნენ. ,,უმმი" ამჟამად ერთი ობიექტით არის წარმოდგენილი.
უახლესი
57 წუთის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა1 საათის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“