2024 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 20 მილიარდ 540,7 მლნ კუბ/მ გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, 2024 წლის პირველ ნახევარში მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში გაზის ტრანსპორტირების 55,6% განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით.
ირკვევა, რომ ამ მილსადენით 11 მილიარდ 418,9 მლნ კუბ/მ გაზი გადაიტანა მოხდა, რაც 4,6%-ით მეტია 2023 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.
უახლესი