ავიაკომპანია Geosky 2025 წელს გაზრდილი ფლოტით და ახალი მიზნებით შეხვდა. როგორც Business Insider Georgia-ს Geosky-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიკა ქორთოშიძემ განუცხადა, Geosky-სთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი წარმატებების წელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
„ავიაკომპანიის მიერ დასახული მიზნები და გეგმები სრულად განხორციელდა, რაც გამოიხატა როგორც ოპერაციების მოცულობის გაზრდაში, ასევე ავიაპარკის გაფართოებაში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ყურადღება ძირითადად სატვირთო მიმართულებებზე იყო გამახვილებული, 2024 წელს Geosky-მ შეძლო ახალი სტრატეგიების დანერგვა, რაც მის განვითარებას დაეხმარა“, - აცხადებს ლიკა ქორთოშიძე.
ავიაკომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ წლის დასაწყისში Geosky მიზნად ისახავდა ტვირთების გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევას, რაც ახალი ავიახომალდების ფლოტში დამატებით და ოპერაციების გაფართოებით უნდა მომხდარიყო.
„წლის განმავლობაში ავიაკომპანიის მენეჯმენტმა შედეგების შესაფასებლად ჩამოაყალიბა კონკრეტული სტრატეგიები, რომლებსაც საფუძვლად დაედო, როგორც არსებული ბაზრების გაძლიერება, ასევე ახალი სატვირთო მიმართულებების დანერგვა.
2024 წელს Geosky-ს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 50%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა პირდაპირი შედეგია ახალი სატვირთო ხომალდების დამატების და სატვირთო ოპერირების ეფექტურობის გაუმჯობესების. ამასთან, ავიაკომპანიამ ეფექტურად განავითარა სატვირთო გადაზიდვები B747-200 და B757-200 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ხოლო ნოემბრიდან ლიზინგის წესით ახალი B767-300F ტიპის ორი საჰაერო ხომალდი დაემატა ავიაპარკს. ამ ხომალდების დამატებამ შეამცირა ტვირთების გადაზიდვის დრო და გაზარდა შესრულების ხარისხი, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.
გეტყვით, რომ 2024 წელს Geosky-მ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ავიაპარკის განახლებასა და გაფართოებაში, როდესაც ავიაკომპანიამ ლიზინგით დაამატა ორი ახალი B767-300F ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდი. ეს ზრდა კიდევ უფრო უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდას და ოპერირების ეფექტურობას. 2025 წელს Geosky გეგმავს დამატებით აეროპორტებსა და ბაზებზე ოპერირების გაზრდას, რაც მოითხოვს ავიაპარკის კიდევ უფრო გაფართოებას. გეგმა გულისხმობს, როგორც არსებული საჰაერო ხომალდების სრულად დატვირთვას, ისე ახალი, უფრო მოცულობითი და ეფექტური სატვირთო ხომალდების შემოყვანას ფლოტში“, - განაცხადა ლიკა ქორთოშიძემ.
აღსანიშნავია, რომ Geosky-მ 2024 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განავითარა სატვირთო ოპერირების შესაძლებლობები, ხოლო ახალი საჰაერო ხომალდების და ოპერირების გაფართოება ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს, რომ 2025 წელს Geosky-მ კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გააძლიეროს.
„ტვირთების გადაზიდვის მოცულობის 50%-იანი ზრდა ნათელი მაგალითია იმისა, რომ Geosky-მ შეძლო დასახული მიზნების აღსრულება და ავიაპარკის გაფართოებით, ახალი სტრატეგიების განხორციელებით კიდევ უფრო წარმატებული ოპერაციები განახორციელა. 2025 წელი ავიაკომპანიისთვის ახალი ზრდისა და განვითარებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის წელი იქნება“, - განმარტავს ქორთოშიძე.
უახლესი
8 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა9 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"12 საათის წინ
ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე