სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე ყიდის. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარია და მისი გასხვისება 16 აპრილს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.
ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 4 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
უახლესი