რაჭის ტურისტული ცხოვრება ჯერჯერობით შოვის გარეშე გრძელდება. როგორც აღმოჩნდა, შოვში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, რაჭის დანარჩენი ტურისტული ობიექტები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. ,,მხატვრის სახლის" ხელმძღვანელი ნიკა გუგეშაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ შეკვეთების გაუქმების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა დამსვენებლები სასტუმროს მენეჯმენტს წინასწარ უკავშირდებიან და სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ.
,,ყველგან დიდი მოწყენილობაა, როგორც მთელ საქართველოში, მოულოდნელად დიდი ტრაგედიის მომსწრე გავხდით. ჩვენი სასტუმრო ონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და სტიქია არ შეეხო. უსაფრთხო ადგილია, ამიტომ დამსვენებლები ადგილზე რჩებიან. ჯავშნებზეც არ შეიმჩნევა კლება. თუმცა გვიკავშირდებიან და სიტუაციაში გარკვევას გვთხოვენ", - ამბობს ნიკა გუგეშაშვილი და დასძენს, რომ გარკვეული პერიოდი რაჭის ტურისტული ცხოვრება შოვის გარეშე გაგრძელდება, სანამ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, მაგრამ იქაურობა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ტრაგედიამდე იყო.
,,ფაქტობრივად არაფერი არ დარჩა შოვში, თითქმის ყველა ტურისტული ობიექტი განადგურდა, ზოგის სერიოზულად არის დაზიანებული. სალაშქრო ბილიკები, სხვა ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, როცა ტერიტორია გაშრება. ხალხი დაიღუპა ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რაც შოვს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროდ, იქაურობა ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც 3 აგვისტომდე, ტრაგედიამდე იყო", - ამბობს ნიკა გუგეშაშვილი.
აღსანიშნია, რომ საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ 2008 წელს ამოქმედდა. გემოვნებით განახლებული ტრადიციული რაჭული სახლი ტურისტების საყვარელი ადგილია.
უახლესი
13 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს