დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკული კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

ამერიკული კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ

23-01-2025 16:45:00

ამერიკული კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში 500 მლრდ დოლარს ინვესტიციას განახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა, რომელმაც ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად კერძო სექტორის ინიციატივებზე ისაუბრა. პრეზიდენტი ამბობს, რომ OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ, რომლის სახელიც Stargate-ი იქნება. ასევე, აღნიშნული კომპანიები ახალ მონაცემთა ცენტრებს ააშენებენ და 100 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნიან.

Stargate-ის დამფუძნებელი კომპანიები 100 მლრდ დოლარის ინვესტიციას დაუყოვნებლივ განახორციელებენ, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დააინვესტირებენ.

მთლიანობაში 20 ერთეული მონაცემთა ცენტრის აშენება იგეგმება. 

დონალდ ტრამპმა ინიციატივას ისტორიაში ყველაზე მსხვილი AI-ინფრასტრუქტურის პროექტი უწოდა. 

AI

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები