დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე შეამცირა

თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე შეამცირა

23-01-2025 16:53:00

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წლის პირველ შეხვედრაზე 45%-მდე შემცირდა.

წინა მაჩვენებლებით განაკვეთი 47.5%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მაღალი ინფლაცია ისევ ნარჩუნდება. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადრე თქვა, რომ ინფლაციის შესამცირებლად ქვეყანა გეგმავს ეტაპობრივად შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები