ქვეყანაში გზების მშენებლობის ყველა საერთაშორისო პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აქტიურად მონაწილეობენ. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა, მსგავს პროექტში ძირითადად ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი მონაწილეობენ.
„ჩვენი ძირითადი დამფინანსებლები ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკი. ესენი არიან ჩვენი ძირითადი დონორი ორგანიზაციები. ყველა საერთაშორისო პროექტი, რაც ხორციელდება ეს არის მათ მიერ დაფინანსებული პროექტები. ამ წუთშიც კახეთის მიმართულებით, სადაც გვინდა, რომ მომავალ წელს 17 კმ-იანი მონაკვეთი გავხსნათ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ასევეა ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთი, ეს არის აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული. იგივე რუსთავი-წითელი ხიდი და ალგეთი-სადახლო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით განხორციელდება და ეს ყველა საერთაშორისო პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული. თუმცა პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც კახეთის მიმართულებით გაკეთდა თვითონ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით იქნა დაფინანსებული. ეს ძალიან სასიხარულო იყო და არ დაგვჭირდა სესხის აღება“, - აცხადებს გიორგი წერეთელი.
უახლესი
13 საათის წინ
ჯივიპიმ 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა13 საათის წინ
თურქეთმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე შეამცირა