ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 2025 წელს 1,5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის ტრანზიტი იგეგმება
2025 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა1,5 მილიონი ტონა იქნება. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.
„2024 წელს ყაზახური ნავთობის ტრანზიტმა BTC-ით 1,4 მილიონი ტონა შეადგინა, გეგმით კი 1,5 მილიონი ტონის გატარება იყო ნავარაუდევი. BTC-სთვის 2025 წლის გეგმა რჩება 2024 წლის დონეზე - 1,5 მილიონი ტონა ნავთობი“, - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ცნობილია, 2023 წელს აქტაუს პორტიდან BTC სისტემაში 1 მილიონ ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობი შეიტვირთა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხუთწლიან ხელშეკრულებას აქტაუ-ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე ნავთობის ტრანზიტის შესახებ, წლიური მოცულობით 1,5 მილიონი ტონა.
გასული წლის ბოლოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი სწავლობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას 1,5 მილიონი ტონიდან 20 მილიონ ტონამდე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები