2024 წელს ტურიზმში გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები და რა თქმა უნდა ვემზადებით უფრო მეტისთვის, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც ტურიზმში მიმდინარე ტენდენციები შეაჯამა.
„დავიწყოთ Business Insider Georgia და რა თქმა უნდა ვსაუბრობ ტურისტულ სეზონზე, რომელიც ახლა უფრო მეტად აქტუალური ნაწილია. მინდა აღვნიშნო ერთი საინტერესო დეტალი და ტენდენცია. ტურიზმის სფეროს, ისევე როგორც ბევრს სფეროს, თავისი არაკეთილმოსურნეები ჰყავს. ადამიანები, რომლებიც სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებენ მიმდინარე პროცესს. კიდევ ერთხელ, რომ აღვნიშნოთ ძირითადად კრიტიკის მიმართულება არის ურთიერთ საპირისპირო. ცალკეული მედიასაშუალებების და ადამიანების მხრიდან ხდება თემის წამოწევა, პირველ შემთხვევაში ისინი საუბრობენ, რომ სეზონი ჩავარდა და მეორე შემთხვევაში საუბრობენ იმაზე, რომ იმდენი ტურისტია ტურისტულ ლოკაციებზე, რომ ინფრასტრუქტურა სათანადოდ ვერ უძლებს. ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენაში არიან ახლართულები და ვერ ჩამოყალიბდნენ, რომელი კრიტიკის ნაწილი სჯობს. ან რა ნაწილი უნდა აკრიტიკონ: ტურისტების არ შემოსვლა თუ ინფრასტრუქტურა. სხვათა შორის გუშინ პრემიერ-მინისტრმა გუშინ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტურისტების ის რაოდენობაა შემოსული, რომელსაც რაღაც კუთხით ინფრასტრუქტურამ სათანადოდ ვერ გაუძლო. მან პირობა დადო, რომ ამ ნაწილზე მთავრობის მხრიდან მუშაობა იქნება, რათა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები სათანადოდ იყოს განხორციელებული და უზრუნველყოფილი, რათა ტურისტების გაზრდილ ნაკადზე მომსახურება სათანადოდ იყოს შესაძლებელი.
თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც ასეთი კუთხით ხდება ტურისტული სეზონის, საკუთარი ქვეყნისთვის მავნებლობა და როცა საუბარია იმაზე, რომ ცალკეულ შემთხვევაში გამოყავთადამიანები და საუბრობენ რომ ტურისტული ვიზიტი გაუქმდა ან ასე შემდეგ - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ვითომ გულშემატკივრობენ თუნდაც ჯავშნის გაუქმებას, ეს ადამიანები დიახ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაზიანებულიყო სეზონი. საბედნიეროდ ეს ვერ მოხერხდა.
2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.
გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, სრულიად დავესესხები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც აღნიშნა, რომ 2025 წელს სრულიად რეალისტურია 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.
დიახ ბევრ შემთხვევაში ისევე, როგორც ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, ასევე სრულიად არასწორი აქცენტი კეთდება ცალკეულ პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირების მიერ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე. ამ პოლიტიკოსებზეც აღარ ღირს საუბარი, რადგანაც აბსოლუტურად არაადეკვატურ შეფასებებს აკეთებენ და ეკონომიკაზეც აღარ ღირს საუბარი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკოსის ტელევიზიის წარმომადგენლები მიბრძანდებით სხვადასხვა ბრიფინგებზე, რაღაცნაირად ეს ჟურნალისტები ცოტათი მაინც მოამზადეთ, რომ პროფესიული კითხვა დასვან, მათ შორის ტურიზმთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობდე და ეკონომიკის წიგნის ერთი გვერდი არ გქონდეს წაკითხული. სხვათა შორის სრულიად უფასოდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეს ნაწილი, სადაც მშპ-ს განვმარტავთ, ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს განვმარტავთ, სსფ რა არის, მსოფლიო ბანკი რა არის. ის, რომ სსფ საუბრობს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, ის, რომ მსოფლიო ბანკი საუბრობს, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა არ ექნება X ადამიანი ჟურნალისტი იქნება ეს თუ პოლიტიკოსთან დაახლოებული ადამიანი რა დონის აბსურდს საუბრობს. ძალიან ელემენტარულია, შესაძლოა 1 საათიანი კურსი დაგვჭირდეს ამ ნაწილში.
ვისაუბროთ ტურიზმიდან შემოსავლებზე. ხშირად არის საუბარი, რომ ბევრი ადამიანი იყო და ამან როგორი ასახვა პოვა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ახალი რეკორდული მაჩვენებელი 4.4 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველომ 4,425,376,937 აშშ დოლარი მიიღო.
2024 წლის მე-4 კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $964 მილიონი შეადგინა (963,684,183 აშშ დოლარი) რაც 2019 წლის დონეს 40.5%-ით (278 მლნ აშშ დოლარით) აჭარბებს, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +10.3%-ით მეტია, (90 მლნ. აშშ. დოლარით).
2024 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებლები და რა თქმა უნდა ვემზადებით უფრო მეტისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურად უნდა უპასუხოს ამ გაზრდილ მოთხოვნებს. რა თქმა უნდა მათ შორისაა ჩვენი აეროპორტები. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს თუ რა დატვირთვაა თუნდაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
,,ზარბაზანი" ჰორეკა სექტორში პარტნიორობას აფართოებს