დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Ambassadori Kachreti Golf Resort-ი ფართოვდება - როგორ ხვდება სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონს

Ambassadori Kachreti Golf Resort-ი ფართოვდება - როგორ ხვდება სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონს

24-03-2025 00:30:00

სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი, რომელიც ბოლო წლებში დასვენების და გართობის ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად იქცა ფართოვდება. წლების განმავლობაში კომპლექსის ტერიტორიას ინფრასტრუქტურა სისტემატურად ემატება, თუმცა მორიგი გაფართოება უკვე 2026 წელს მოხდება, როცა სასტუმროს ახალი შენობა შევა ექსპლუატაციაში.
როგორც Business Insider Georgia-ს Ambassadori Group-ის მარკეტინგისა და PR სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ განუცხადა, ახალი კომპლექსი ექსპლუატაციაში 2026 წლის ბოლოს შევა და მისი ამოქმედების შემდეგ კაჭრეთში ორჯერ მეტი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი.

„ამბადორ ჯგუფმა“ გასულ წელს დამსვენებლებს ახალ და განსხვავებული კონცეფციის სივრცე “აკადემია”წარუდგინა.

„ამბასადორი აკადემიის” სივრცეში 5 სხვადასხვა ზომის, სრულად აღჭურვილი საკონფერენციო სივრცე გვაქვს, რომლებიც იდეალურია პრეზენტაციებისთვის, ვორქშოფებისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებისთვის. ამიტომ ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა კომპანიების სამუშაო ჯგუფებში“, - განმარტავს Ambassadori Group-ის მარკეტინგისა და PR სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა.

Ambassadori Kachreti Golf Resort-ი მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება და როგორც -- აცხადებს, სტუმრების უკეთ მომსახურებისთვის და მათი კომფორტისთვის დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზება.

„წელსაც მრავალი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი ჩვენი სტუმრებისთვის. მათთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად კი დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურის განახლება და მოდერნიზება“, - აცხადებს  Ambassadori Group-ის მარკეტინგისა და PR სპეციალისტი.

კახეთი, როგორც ტურისტული მიმართულება თითქმის მთელი წლის განმავლობაშია აქტიური და ეს აქტივობა პიკს უკვე შემოდგომით აღწევს.

„გვიხარია, რომ კახეთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტული თვალსაზრისით და გვიხარია, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც ამ მხრივ კახეთში დიდი პოტენციალი დაინახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებული დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები, უდიდესი არჩევანი აქტიური თუ პასიური დასვენების მოყვარულებისთვის, საუკეთესო, პრემიუმ კლასის მომსახურება და რა თქმა უნდა თბილისთან სიახლოვე. ამ უპირატესობათა კომბინაცია Ambassadori Kachreti Golf Resort-ს კახეთში დასვენების საუკეთესო და ყველაზე ექსკლუზიურ ადგილად აქცევს, რაც მას აშკარა კონკურენტულ უპირატესობას აძლევს“,  განმარტავს მარიამ ჩაჩუა.


Ambassadori Kachreti Golf Resort-ისთვის საკმაოდ აქტიური და დატვირთული იყო 2024 წელიც. სასტუმროს ლოკაცია და მისი სიახლოვე თბილისთან მას საშუალებას აძლევს, რომ აქტიურად მიიღოს მოკლევადიანი სტუმრები და მუდმივად მოვლენების ეპიცენტრი იყოს თავისი განთავსების, სპორტული, თუ კვების ობიექტებით. 

„2024 წელი წარმატებული წელი იყო Ambassadori Kachreti Golf Resort-ისთვის. სასტუმრომ წლის მანძილზე უმასპინძლა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს, თუმცა კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ტურისტებში.
წლის განმავლობაში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის წელი გამორჩეული იყო სპორტული მიმართულებით. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასა და ATP-სთან ერთად AMBASSADORI KACHRETI CHALLENGER-ის თასს ვუმასპინძლეთ. აღსანიშნავია, რომ ჩელენჯერის ტური პროფესიონალურ ჩოგბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტურნირია და ის არათუ საქართველოში, ზოგადად რეგიონშიც კი პირველად ჩატარდა. ასევე ვუმასპინძლეთ პროფესიონალ ვაჟ ჩოგბურთელებს ITF ტურის ფარგლებშიც. გარდა ამისა ჩვენთან წლის მანძილზე იმართებოდა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო გოლფის ტურნირები, მათ შორის საქველმოქმედო ხასიათის. ხშირად ვმასპინძლობდით საცხენოსნო შეჯიბრებებსაც.
2024 წლის 21 მაისს სასტუმროს ტერიტორიაზე გაიხსნა ახალი, უნიკალური კონცეფციის სივრცე "Ambassadori Academy", რომელიც განკუთვნილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის, სემინარებისა და კონფერენციებისთვის.
სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და მომსახურებებს, მათ შორის: პროფესიონალური გოლფი, მინი-გოლფი, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, საცხენოსნო. წელს ამ მხრივაც გვქონდა სიახლე და სტუმრებისთვის Padel Island-თან თანამშრომლობით ჩვენს სივრცეს პადელის კორტებიც დაემატა“, - აცხადებს Ambassadori Group-ის მარკეტინგისა და PR სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები