ახალი წლის ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა 20%-ითაა გაზრდილი, აცხადებს Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური.
როგორც Go Tour-ის ხელმძღვანელი აცხადებს, საახალწლო ტურები ძირითადად 5-6 დღიანია და ის ძირითადად ფრენების განრიგზეა მორგებული. ნინო წიკლაურის თქმით, ევროპული მიმართულებების შემთხვევაში Go Tour-ის მომხმარებლებს უპირატესობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ანიჭებენ.
„ახალი წლის სადღესასწაულო დღეების საზღვარგარეთ გატარება წლიდან წლამდე უფრო აქტუალური ხდება. საკმაოდ ბევრი ტური გვაქვს უკვე დაჯავშნილი და ახალ ახალი მოთხოვნა ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის. რაც შეეხება მიმართულებებს საახალწლოდ დიდი მოთხოვნაა ეგვიპტეზე, სადაც ამ დროისათვის პირდაპირი ფრენები გაუქმებულია და დაანონსებულია, რომ 31 დეკემბერს განახლდება. შესაბამისად 31 დეკემბრის რეისზე საკმაოდ ბევრი ჯავშანია.
ასევე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია, ჩეხეთი, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, - ნინო წიკლაური.
Go Tour-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საახალწლო ტურისტულ პაკეტებზე ფასები გასული წლის ანალოგიურია.
„ფასებს რაც შეეხება საახალწლო ტურებზე თითქმის იგივეა, რაც გასულ წელს იყო. პანდემიის შემდეგ, როგორც იცით ფასები საკმაოდ ავარდა და დღესაც იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული“, - აცხადებს ნინო წიკლაური.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი