მიმდინარე წლის პირველი ნახევარი „პორშე ცენტრი თბილისმა“ შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა. ახალი ავტომობილების გაყიდვებში კომპანიამ 200%-იანი ზრდა დააფიქსირა. ყველაზე მოგებიანი ავტომწარმოებლის პოზიციას „პორშე“ გლობალური მასშტაბითაც ინარჩუნებს.
2023-ის პირველ ნახევარში გერმანულმა ავტოგიგანტმა რეკორდულად ბევრი – 167 354 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვების მკვეთრი ზრდაა ყველა რეგიონში. ამ მხრივ გამორჩეულია „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალმა კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“, რომელიც 2011 წლიდან პორშეს ოფიციალური დილერია საქართველოში.
„ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, ვვარაუდობდით, რომ 2023 წელს ჩვენი მონაცემები გაყიდვებში რეკორდულად მაღალი იქნებოდა. პირველ ექვს თვეში 178 ერთეულის რეალიზაცია მოვახდინეთ. აქვე შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში 170 ავტომობილი გაიყიდა”, - აცხადებს პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად მოდელებს, „პორშე ცენტრი თბილისის“ მონაცემებით, ამ მხრივ ლიდერია Cayenne. 2023-ის პირველ ნახევარში გაყიდული ავტომობილების 60% სწორედ Cayenne-ის მოდელზე მოდის. პეტრე წაქაძის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში გაყიდული სპორტქარების რაოდენობა უკვე 30-ს შეადგენს. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მსოფლიოს მასშტაბით მათზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა Porsche-ს პირველი სრულად ელექტრიფიცირებული მოდელის გაყიდვებიც. საერთო ჯამში, გაყიდვების 20% ელექტრომობილებს და Plug in hybrid მოდელებს შეადგენდა.
„ელექტრომობილების მეტი პოპულარიზაციისათვის „პორშე ცენტრი თბილისმა“ წელს ელექტრიფიცირებული ავტომობილების დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოვა. სხვადასხვა რეგიონში დამონტაჟებულ დამტენებს ორი სადგური კახეთში დაემატა. გარდა ამისა, კომპანიის შემოსავლების ზრდაში დიდი როლი შეასრულა განახლებულმა შოურუმმა, სადაც, გერმანული ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების ფართო სპექტრიც არის წარმოდგენილი.
საგულისხმოა გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენებული სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. იქიდან გამომდინარე, რომ პორშეს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც მომხმარებელს სერტიფიცირებული მექანიკოსები ემსახურებიან გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით“, - აცხადებს პეტრე წაქაძე.
„პორშე ცენტრი თბილისში“ აცხადებენ, რომ რეკორდული ზრდის ტემპს 2023 წლის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშიც შეინარჩუნებენ. გლობალურ მიზნებთან დაკავშირებით კი გერმანულმა ავტოგიგანტმა უკვე ოფიციალურადაც განაცხადა, რომ 2025 წლისთვის პორშეს მიერ გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილი იქნება. 2030-ში კი სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილი ახალი ავტომობილების 80%-ზე მეტს უნდა შეადგენდეს.
ცნობისთვის, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
უახლესი
22 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი2 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს