დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Agro Men-ი  ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

Agro Men-ი ორი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

28-06-2023 14:45:37

ხილ-ბოსტნეულის მაღაზია Agro Men /აგრო მენი უახლოეს მომავალში 2 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს. კომპანიის გეგმაშია ონლაინ გაყიდვების ჩართვა და გეოგრაფიული არეალის გაზრდა, რაც მაღალი მოთხოვნით არის განპირობებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან Agro Men -ის დამფუძნებელი კოკა ლაღაძე საუბრობს.

`მეხუთე წელია რაც ბაზარზე ვართ. თავდაპირველად ნატურალური პროდუქტების კონცეფციით გავიხსენით. დავიწყეთ ხილ-ბოსტნეულით, თუმცა მოთხოვნა იმდენად მზარდი აღმოჩნდა, რომ ასორტიმენტი გავაფართოვეთ და დავამატეთ თითქმის ყველა კატეგორია. მათ შორის, ხორცეული და რძის პროდუქტები. ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან პროდუქციაზე.

პროდუქცია მაღალ სეგმენტზეა გათვლილი, შესაბამისად, ფასიც ხარისხთან შესაბამისია. სურსათის სეგმენტში ძირითადად ისეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ბიო პროდუქტებს აწარმოებენ და ქართულ ბაზარზე გამორჩეული ნიშა აქვთ. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ გაფართოებას. ორ დიდ სამშენებლო კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება ფართთან დაკავშირებით. სამომავლოდ, ორი ახალი ფილიალი დაგვემატება“, - ამბობს კოკა ლაღაძე.

ცნობისთვის, კომპანია Agro Men 2018 წელს დაფუძნდა. მაღაზიაში წარმოდგენილი ნედლეული არის როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული. მუშაობს მიტანის სერვისიც, Agro Men-ის პარტნიორები არიან ცნობილი საკურიერო კომპანიები: გლოვო, ვოლტი და ბოლტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები