აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ არჩილ სირაბიძე დაინიშნა.
სამინისტროს სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ არჩილ სირაბიძის პროფესიონალიზმზე ისაუბრა.
არჩილ სირაბიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს.
არჩილ სირაბიძე სამინისტროში, 2010 წელს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა.
2011 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯების, პროგნოზირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების უფროსის, ხოლო 2013 წლიდან, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
პროფესიით ეკონომისტი არჩილ სირაბიძე სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულებას უხელმძღვანელებს.
უახლესი
1 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს6 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება