დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში და ათასობით ექსკლუზიური შეთავაზება მსოფლიოს 24 ქვეყანაში - 20 იანვრიდან Wolt+-ის კვირეული იწყება

50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში და ათასობით ექსკლუზიური შეთავაზება მსოფლიოს 24 ქვეყანაში - 20 იანვრიდან Wolt+-ის კვირეული იწყება

20-01-2025 14:11:00

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ვოლტი ახალ წელს ახალი შეთავაზებებით იწყებს - 20 იანვრიდან, Wolt+-ის კვირეული სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებით იხსნება. 

ვოლტის წევრობის პროგრამის, Wolt+-ის სამი წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია ფასდაკლებებისა და ექსკლუზიური შეთავაზებების მასშტაბურ, სამკვირიან კამპანიას აცხადებს, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში, ათასობით სერვისზე გავრცელდება. 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში. 

Wolt+ არის შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილება და ამავდროულად კარგი საშუალება, დაზოგოთ თანხა, ისარგებლოთ უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ჩაერთოთ მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამპანიებში და მიიღოთ ხელშესახები სარგებელი. 

მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების გარდა, Wolt+ მნიშვნელოვან შეთავაზებას წარმოადგენს სავაჭრო პარტნიორებისთვის, რამდენადაც დამატებითი გაყიდვების უზრუნველყოფის გზით ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორის ბიზნესის ზრდას და განვითარებას. გასული სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, Wolt+-მა ხელი შეუწყო დამატებით გაყიდვებს 75 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, საკვებისა თუ საცალო ვაჭრობის სფეროში.

„Wolt+-ში ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს, როგორ შევქმნათ მეტი ღირებულება და სიმარტივე როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის. ჩვენ გვესმის, რომ იანვარი ფინანსურად შეიძლება რთული თვე იყოს, ამიტომ მოხარული ვართ, შემოგთავაზოთ Wolt+-ის კვირეულის დაწყება. კამპანიის მიზანია, შესთავაზოს დაზოგვის მეტი შესაძლებლობა და ექსკლუზიური ბენეფიტები ჩვენს წევრებს, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ზრდის მხარდაჭერა მსოფლიოს 24 ბაზარზე. ეს არის მომგებიანი შეთავაზება ყველა მხარისთვის - როგორც მომხმარებლებისთვის, ისე - პარტნიორებისთვის“, - აცხადებს Wolt+-ის ხელმძღვანელი ჯუნას ბინეკი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები