50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება, - ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა.
"ამ მომენტისათვის 70-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც იმყოფებიან უკვე უსაფრთხო ადგილას და მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილი არიან ყველა აუცილებელი საჭიროებით და ხვალ უკვე დაგეგმილია მათი გადმოყვანა.
ამასთან, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება," - განაცხადა ქარსელაძემ
მინისტრი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიურად მუშაობს სამაშველო სამსახური. ქარსელაძე ამბობს, რომ 400 მაშველია ჩართული მიმდინარე სამუშაოები, ხოლო უშუალოდ სტიქიის ზონაში ამ დროისათვის 150 მაშველი მუშაობს.
უახლესი