Zarbazani Wine & Beauty · ზარბაზანი წარმოების მასშტაბს ზრდის და ქართულ ბაზარზე ეკომეგობრულ მიმართულებას ავითარებს. საქართველოში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის კომპანიამ აქტიურად დაიწყო ჰიგიენური საშუალებების წარმოება დისპანსერებით, როგორიცაა შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ტანის ლოსიონი.
როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე Businee Insider Georgia -თან ამბობს, ბრენდული სასტუმროების დიდ ნაწილში პლასტმასას პატარა ბოთლები ჩაანაცვლეს დისპენსერებით, რომელიც ეკოლოგიურია, ამასთან დიასახლისის მხრიდან ნაკლებ შრომას მოითხოვს და ეკონომიურია, რაც გლობალური ბაზრებისთვის და უკვე საქართველოშიც ტრენდულად მიიჩნევა.
,,მიდგომა შეიცვალა და ახლა უკვე მსოფლიო ტრენდია, რომ ყველა სასტუმრო გადადის დისპენსერებზე, პატარა ბოთლები, რომელიც სასტუმროებში ადრე იყო, არაეკოლოგიურად ითვლება. ჩვენ უფრო მანამდეც დავიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება. ამიტომ ვიდრე საქართველოს სასტუმროებში სიახლე დაინერგებოდა, უკვე მზად ვიყავით თანამშრომლობისთვის. ყველა დიდი სასტუმრო უკვე თავისი ინიციატივით გადადის ახალ სტანდარტზე. მანამდე გვიწევდა ახსნა და დისპენსერების მნიშვნელობაზე საუბარი, ვარწმუნებდით, რომ მისი გამოყენება პერსონალის მხრიდან ნაკლებ შრომას მოითხოვს, ეკოლოგიურია და ეკონომიურიც. ახლა უკვე თვითონ გვიკავშირდებიან. ძალიან ბევრ 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ თბილისსა და ბათუმში. გვახარებს ის ფაქტი, რომ კომპანიები ქართულ ბრენდს დიდ უპირატესობას ანიჭებენ და ხელს გვიწყობენ ეროვნული წარმოების განვითარებაში“, - აცხადებს ნანა დავითაძე.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ,,ზარბაზანის“ კოსმეტიკის ასორტიმენტი გაიზარდა და უკვე 30 დასახელების პროდუქციას ითვლის, რაც ახალგაზრდა საწარმოსთვის დიდი მიღწევაა.
,,სიამაყით ვაცხადებ, რომ ქართული წარმოების კოსმეტიკა არც პროდუქციის ხარისხით და არც დიზაინით არ ჩამოუვარდება საფრანგეთში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში წარმოებული პრემიალური ხარისხის ბრენდებს. თუმცა ნამდვილად ჩამოუვარდება ფასით, რადგან ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ ნედლეულს, არ გვჭირდება განბაჟება და ა.შ. ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენი პროდუქცია ქართველ მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია. გვიცნობენ ქვეყნის გარეთაც, შესაბამისად, მაღალი მოთხოვნაა. ვცდილობთ, ერთგულ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლე. გავზარდეთ ასორტიმენტი და რამდენიმე ახალი სახეობა დავამატეთ. საზაფხულო კოლექცია ძალიან პოპულარულია და წარმატებით იყიდება აუზებსა და აკვაპარკებშიც“, - აცხადებს ნანა დავითაძე.
კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს.
კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი