დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს - დავით სონღულაშვილი

31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს - დავით სონღულაშვილი

20-11-2023 15:11:06

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი  „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ". 

კანონპროექტით  2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება თამბაქოს  იმ ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განმარტებით,  2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გაამკაცრებს და შესაბამისად, გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.

„კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თანაბრად იქნას გათვალისწინებული იმ პირების უფლებები, რომლებზეც გავლენას ახდენს შესაბამისი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ და მეორე მხრივ, მინიმუმზე იყოს დაყვანილი  შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები. ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან საკუთარი საქმიანობის სრული შესაბამისობა", - განაცხადა მომხსენებელმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები