2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში 75 ბინა გაიყიდა (-34.8% წ/წ და -18.5% კვ/კვ). 2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2 ) ბაზრის 96.6% შეადგინა.
ამასთანავე, გაყიდული ბინების 49.3% მიეკუთვნება მაღალი ($1,201-1,800), ხოლო 13.6% პრემიუმ კლასის ($1,801-3,000) ფასების სეგმენტებს.
Galt & Taggart -ის კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,400 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. 2023 წლის მე-2 კვარტალში, გუდაურში სულ 3.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (- 25.2% წ/წ და -6.8% კვ/კვ).
უახლესი
17 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე19 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა19 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს