დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 000 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით, ხარისხი დღევანდელი შეფასებით კარგია - „თბილღვინო“

3 000 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით, ხარისხი დღევანდელი შეფასებით კარგია - „თბილღვინო“

21-08-2024 22:59:00

წლევანდელ რთველზე „თბილღვინო“ 3000 ტონა ყურძენს ელოდება. ხარისხი დღევანდელი შეფასებით არის კარგი, ხოლო რთველი სავარაუდოდ 1 -ელ სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2024 წლის რთველს „თბილღვინო“ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლებებით ხვდება.

კერძოდ, 2 წლის წინ, თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, კომპანია 12 მილიონით ლარით დააფინანსეს. დაფინანსების ფარგლებში, წინანდალში 3.5 ჰა ფართობზე - კახური მწვანე, მეოთხედ ჰექტარზე კი კახური მცვივანის ჯიშის ვენახები გაშენდა.

„ახალი ვენახების პირველ მოსავალს, კომპანია სწორედ წლევანდელ რთველზე ელოდება. ამ დაფინანსებით, „თბილღვინომ“ მაღალტექნოლოგიური ჩამოსასხმელი ხაზიც დაამატა, რომელმაც წარმადობა გააორმაგა, ელექტროენერგიის მოხმარება ერთეულ ბოთლზე კი 30%-მდე შეამცირა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, წლევანდელ სეზონს სხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებითაც შეხვდა კომპანია: ესპანური წარმოების SPAG ჯგუფის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დაამონტაჟა, რომელიც 15 კმ სიმაღლეზე სითბურ ტალღებს ავრცელებს და ხელს უშლის სეტყვის მარცვლების აგრეგაცია-შეერთებას.

„მცირე ზომის სეტყვის მარცვლები მიწაზე დაცემისას დნება და წვიმის სახით მოდის, ან ზომაში მცირდება და თოვლის/უმნიშვნელო სეტყვის სახეს იღებს. აპარატის ეფექტურობა 95%-ია. კომპანიამ ვენახებში მეტეო სადგურიც დაამონტაჟა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა შექმნა. კომპანიის იტალიელი კონსულტანტები პირდაპირ რეჟიმში იღებენ ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს და მევენახე-მეღვინეებთან ერთად მართავენ პროცესებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„თბილღვინო“ დაარსდა 1962 წელს და ამჟამად დასაქმებული ჰყავს 170-ამდე ადამიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები