ბათუმის მუნიციპალური დროებითი ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს. ბათუმის არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2 მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო.
როგორც მან აღნიშნა, დროებით ღამის თავშესაფარში, კომფორტულ გარემოში ღამისთევას 70 ბენეფიციარი შეძლებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის სერვისები მიეწოდებათ. ბენეფიციარებს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევათ პირველადი სამედიცინო დახმარება, შეძლებენ ორჯერადი კვების მიღებასა და სხვა საჭირო სერვისებით სარგებლობას.
პროექტი ითვალისწინებს ოთხსართულიანი შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.
უახლესი
16 საათის წინ
„მზეთამზე - გემოვანი პური“ ასორტიმენტს აფართოებს17 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს