დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
24-25 თებერვალს, გუდაურში, საერთაშორისო ჯაზფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება

24-25 თებერვალს, გუდაურში, საერთაშორისო ჯაზფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება

20-01-2024 17:26:00

24-25 თებერვალს, გუდაურში, საერთაშორისო ჯაზფესტივალი Winter Jazz Gudauri გაიმართება.

 ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 11 არტისტი სტუმრობს.

24 თებერვალს, საფესტივალო პროგრამას, „Soulidan“ გახსნის. ჯაზფესტივალზე დაუკრავენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.

პირველ საფესტივალო დღეს, დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ”, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.

25 თებერვალს, Winter Jazz Gudauri ჰაუს არტისტების პერფორმანსით დასრულდება.

ზამთრის ჯაზფესტივალის ოფიციალური პარტნიორია - მთის ტრასების სააგენტო | M.T.A. Mountain Trails Agency

მხარდამჭერი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

 დასაწყისი: 24 თებერვალი, 14:00 საათი. სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ის მიმდებარე ტერიტორია

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები