საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის პროგნოზით, 2025 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მთლიანი შემოსავალი 45,94 მილიარდ დოლარს მიაღწევს,
ანალიტიკოსების შეფასებით, საოპერაციო მოგება პროცენტამდე, გადასახადამდე, ამორტიზაციამდე (EBITDA) იქნება $3.32 მილიარდი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ნავთობისა და გაზის ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა ვითარებამ დადებითი გავლენა იქონია SOCAR-ის ფინანსურ მაჩვენებლებზე.
2024 წელს კომპანიამ სავარაუდოდ 50,61 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისმა საოპერაციო EBITDA-მ 3,54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მოსალოდნელია, რომ EBITDA მარჟა 2025 წლისთვის გაიზრდება 7%-დან 7.2%-მდე.
Fitch ასევე ხაზს უსვამს, რომ SOCAR-ი ავლენს უფრო მაღალ მომგებიანობას ცენტრალურ აზიელ კონკურენტებთან შედარებით (KazMunayGas, Uzbekneftegaz), რაც აიხსნება კომპანიის აქტიური სავაჭრო საქმიანობით საერთაშორისო ბაზრებზე.
უახლესი
4 საათის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს