„სიახლეები მუდმივად გვაქვს. განსაკუთრებით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ვორქშოფები და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული აქსესუარები, ასევე ხალიჩებია. ახლა ვემზადებით ვალენტინობისთვის და ახალი პროდუქციის დამატებისთვისაც. უკვე ჩავუშვით, პირველი ჩაშვება ყვავილის ფორმის აქსესუარი და სხვა დიზაინებიც გვექნება უახლოეს პერიოდში. ძირითადად, ვიყენებთ ქართულ 100%-იან შალის ძაფს, მაგრამ ეს რადგანაც ისეთია აქსესუარივით არის და უფრო ფუმფულა ხასიათი გვინდოდა ჰქონოდა ამიტომ 50%-ით გვაქვს შალი გამოყენებული და 50%-ით უფრო აკრილის მასალა, რომელიც სინაზეს მატებს “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.
კომპანია აქტიურად გეგმავს სხვადასხვა კოლაბორაციას , როგორც ინტერიერის დიზაინერებთან, ასევე სხვა ცობილდიზაინერებთანაც. გარდა ამისა, იგეგემბა ე.წ კაფსულა კოლექციების დამატებაც.
„კოლაბორაციებს ვგეგმავთ დიზაინერებთან, როგორც ინტერიერის დიზაინერებთან, ასევე ცნობილ დიზაინერებთანაც. აქტიური კოლაბორაცია გვაქვს დაწყებული და ძალიან კარგი სიახლით დავბრუნდებით მალე ბაზარზე. გვექნება კაფსულა კოლექციები სხვადასხვა არტისტებთან ერთად, სადაც იქნება წარმოდგენილი სახლის სხვადასხვა აქსესუარების პატარა კაფსულა კოლექციები. მათ შორის, იქნება ჩვენი ხალიჩები და აქსესუარები, ბალიშის სახით და შესაძლოა, სარკის სახითაც. ინტერიერის დიზაინერთა, დიზაინ ბიურო არის ესეთი არქიტექტურული კომპანია, რომელთანაც წლებია ვთანამშორმლოთ და მათთან თანამშრომლობის შედეგად იტალიაში კერძოდ, მილანში გაგვაქვს ჩვენი ხალიჩები Alcova Milano -ზე და წელსაც მემგონი გვექნება მსგავსი კოლაბორაცია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი მარიამ მარგიანი.
უახლესი
3 საათის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს