აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, დღეისათვის, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ხორციელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე სოფელში უკვე მიმდინარეობს. პროექტი დამატებით რამდენიმე სოფელში, კერძოდ, შარაბიძეებში, ზანაქიძეებში, ხელვაჩაურსა და მახვილაურში განხორციელდება.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაწყებულია.
საპროექტო ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ სირაბიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, აჭარის წყლის ალიანსის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად გაეცნო.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ, აჭარის 39 სოფელი და დაბები 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს. პროექტი KFW ბანკის, ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.
უახლესი
3 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა