დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

12-02-2025 21:29:00

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 100 მლნ ევროზე მეტია.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში, დღეისათვის, სამუშაოები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ერთდროულად ხორციელდება.

ამ ეტაპზე ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში, 200 კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარი შენდება. უკვე მოწყო საძირკველი და მიმდინარეობს კედლების მშენებლობისთვის საჭირო არმირების პროცესი. აღნიშნული წყლის რეზერვუარი ჯიხანჯურის და ცეცხლაურის დასახლებას, ჯამში 603 ოჯახს მოემსახურება.

გარდა ამისა, ჯიხანჯურში წყლის ჭაბურღულის მოწყობის სამუშაოები და ჭაბურღილამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. 53 მეტრიანი ჭაბურღილის მოწყობა უკვე დასრულდა და დაწყებულია წყლისა და ნიადაგის კვლევა.

პარალელურად, ოჩხამურსა და ჯიხანჯურში, 5 ლოკაციაზე, როგორც მაგისტრალური ისე შიდა წყლის გამანაწილებელი და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა ხორციელდება.

დასრულდა ქვედა კვირიკეში წყლის გამანაწილებელი ქსელის მოწყობის სამუშაოები. დაგეგმილია რეზევუარის მშენებლობა, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის დასრულების შემდეგ, აჭარის 39 სოფელი (30 000 აბონენტი) და დაბები 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები