დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო - „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City)მოემსახურება, რომელიც ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და 156 ნომერზეაგათვლილი.
სასტუმროს გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიებაზე დამსწრესაზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანიპროექტის განხორციელებაში. ასევე, მივულოცო იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან აქიმუშავებენ და მოემსახურებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ულამაზეს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანიპროექტები ხორციელდება. ჩვენი ქვეყანა და ქალაქი გამორჩეულია ტურიზმით, უამრავი ადამიანისტუმრობს მას, ეს პროექტი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ხაზის, რომელსაცტურიზმის განვითარება შეუძლია. ამ კონკრეტულ პროექტში 45 მლნ ლარის ინვესტიციაგანხორციელდა და 50-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებამნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდშიდავუდგეთ და მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს „არქი ჰოსფითალითი“, რომელიც დეველოპერულიკომპანია „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა.
სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი, განთავსებულია სპორტდარბაზი, ასევე, ოთახებიშეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს.
უახლესი
5 საათის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს