დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო ibis Tbilisi City მოემსახურება

დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო ibis Tbilisi City მოემსახურება

12-02-2025 22:08:00

დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო - „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City)მოემსახურება, რომელიც ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და 156 ნომერზეაგათვლილი.

 

სასტუმროს გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიებაზე დამსწრესაზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანიპროექტის განხორციელებაში. ასევე, მივულოცო იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან აქიმუშავებენ და მოემსახურებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ  ჩვენს ულამაზეს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანიპროექტები ხორციელდება. ჩვენი ქვეყანა და ქალაქი გამორჩეულია ტურიზმით, უამრავი ადამიანისტუმრობს მას, ეს პროექტი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ხაზის, რომელსაცტურიზმის განვითარება შეუძლია. ამ კონკრეტულ პროექტში 45 მლნ ლარის ინვესტიციაგანხორციელდა და 50-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებამნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდშიდავუდგეთ და მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავსარქი ჰოსფითალითი“, რომელიც დეველოპერულიკომპანიაარქისჰოლდინგში შემავალი კომპანიაა.

 

სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი, განთავსებულია სპორტდარბაზი, ასევე, ოთახებიშეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები