მზის სადგურების მშენებლობის და ექსპლუატაციის შესვლის მიმართულებით 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო და როგორც სემეკის თავმჯდომარე ამბობს ზრდის ტემპი 2025 წელსაც გაგრძელდება. დავით ნარმანიას თქმით, 2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ჰიდრო სადგურების მიმართულებითაც.
„2024 წელს საკმაოდ კარგი, ახალი ჰიდროელეტრო სადგური შეემატა ჩვენს სისტემას, ეს არის 45 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის ხობი 2 ჰესი, რომელიც სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. ასევე ექსპლუატაციაში შევიდა 2 მცირე სადგური და საერთო ჯამში 50 მეგავატამდე ახალი ენერგია შეიქმნა 2024 წელს.
2025 წელს ჩვენი ვარაუდით კიდევ უფრო მეტი ჰიდრო სადგურის დადგმული სიმძლავრე შეემატება ჩვენს სისტემას, თუმცა არანაკლებ ინტენსიურია ამ პერიოდში მზის სადგურების მშენებლობა. იგივე ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურები, რომელიც 500 კვტ-მდე დადგმული სიმძლავრისაა და ჩვენი გადაწყვეტილებით რეგულირდება საკმაოდ ბევრი ჩაერთო. 50 მგვტ-ზე მეტი ტექნიკური პირობა გაიცა მხოლოდ ამ მიმართულებით და ბევრი მათგანი აშენდა და ჩაერთო ქსელში. იგივე ავტომაგისტრალზე როდესაც მიუყვები დედაქალაქიდან დასავლეთის მიმართულებით ბევრ ადგილას საშუალო ტიპის მზის სადგურებია. 2024 წელს 50 მეგავატამდე ჰოდროენერგია შეიქმნა, დაახლოებით ერთი ამდენი კიდევ მზის ენერგია. 2025 წელს ეს ტემპი კიდევ უფრო მეტი იქნება.
თუ დავაკვირდებით მწვანე ენერგიის, ნეტო-აღრიცხვაში ჩართვის ინსტალაციის ტენდენციებს, ყოველი შემდგომი წელი წინა წელზე მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია. და ჯაში უკვე 150 მგვტ-მდეა ის გაცემული ტექნიკური პირობები და მათი ნაწილი უკვე აშენებულია, მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის სისტემის სახით სიმძლავრეების“, - აცხადებს დავით ნარმანია.
უახლესი
3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა