2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება. ცვლილების მიხედვით, დაგროვებითი პენსიის ბენეფიციარს საკუთარი დანაზოგის გატანა ერთიანად შეეძლო, ამიერიდან მის გაცემა მინიმალურ ზღვარზე იქნება დამოკიდებული.
„იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სქემა უკვე არსებობის 5 წელს ითვლის, საპენსიო ასაკში პენსიის პროგრამულად მიღება უფრო აქტუალური გახდა. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, ორ შემთხვევაში: 1. თუ მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან 2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული გატანით გადაანგარიშების საფუძველზე, მონაწილის ყოველთვიური პენსია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები გამოდის. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, საპენსიო ასაკში მონაწილე საპენსიო აქტივებს მიიღებს პროგრამული გატანით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობაზე გადაანგარიშებით“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს საპენსიო სააგენტოში.
დღეისათვის პენსიის სრულად გატანის 7000 შემთხვევაა, ხოლო 11 000-ის შემთხვევაში შეეძლოთ გატანა, მაგრამ არ გაუტანიათ, საუბარია ჯამში დაახლოებით 25 მლნ ლარზე.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები