2025 წელს ,,დადარი" ზუგდიდში ახალი საწარმოთი შეხვდა, რომელმაც თბილისის საწარმოსთან ერთად დაიწყო პროდუქციის წარმოება. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანია Dadari დადარი -ს ესაუბრა.
როგორ აფასებთ 2024 წელს და როგორია 2025 წლის გეგმები?
2024 წელი ძალიან წარმატებულად დავიწყეთ, დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)-ის მხარდაჭერით შევძელით ახალი საწარმოს გახსნა ქალაქ ზუგდიდში, რომელმაც თბილისის საწარმოსთან პარალელურ რეჟიმში დაიწყო პროდუქციის წარმოება.
ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის და საბედნიეროდ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა რეგიონალურმა განვითარებამ.
სამწუხაროდ, 2024 წელი ისე წარამატებულად არ გაგრძელდა როგორც დაიწყო, დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა ექსპორტის შემცირებამ - 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ექსპოერტზე მოთხვნა 60%-ით შეგვიმცირდა. აღნიშნულის მიზეზად ჩვენი B2B პარტნიორებს მხრიდან განმარტებული იყო მსოფლიოში მიმდინარე ომები და არეულობა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპულ ბაზარზე, განსაკუთრებით ჩვენს სექტორში.
2025 წელს განახლებული მიზნებით და ენერგიით შევხვდით, დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორც ევროპულ, ასევე ადგილობრივ ბაზარზე.
იანვრის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობას ვიღებთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში „Spielwarenmesse 2025 Nuremberg". იმედი გვაქვს შევიძენთ ახალ B2B პარტნიორებს და 2025 წელს შევძლებთ შემცირებული ექსპორტის მოცულობის გაზრდას.
ასევე, დაგეგმილი გვაქვს თბილისის ერთერთ სავაჭრო ცენტრში ჩვენი ბრენდული მაღაზიის გახსნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი წარმოებული პროდუქციის დიდი ასორტიმენტი შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს.
ხომ არ გეგმავთ ასორტიმენტის ზრდას და ზოგადად კომპანიის გაფართოებას?
ასორტიმენტის ზრდაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სათამაშების საერთაშორისო გამოფენზე გერმანიაში წარმოდეგენილი გვექნება 50-მდე ახლი მოდელი. ვიმედოვნებთ შევიძენთ ახალ B2B პარტნიორებს, რის შედეგადაც გაიზრდება ექსპორტის მოცულობა და შესაამისად შევძლებთ კომპანიის გაფართოებას.
როგორია მიმდინარე სიახლეები?
საერთო ჯამში მიმდინარე სიახლეები საწარმოსთვის პოზიტიურია, 2024 წლის ბოლოს ,,დადარის" მხარდამჭრი გახდა გავლენის ფონდი აქციო და ევროკავშირი, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას, შშმ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას.
სოციალური საწარმოების განვითარებას საქართველოში წლების მანძილზე მხარს უჭერს ევროკავშირი და სამოქალაქო სექტორი, რაც არაეთხელ აისახა პოზიტიურად იმ ქართულ საქმეში რასაც სოციალური საწარმო ,,დადარი" აკეთებს.
გავლენის ფონდი აქციო და ევროკავშირის მიერ მიღებული მხარდაჭერით შევძელით მნიშვნელოვნად გაგვეძლიერებინა საწარმოს შესაძლებლობები პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დაზგებით, ასევე მათი მხარდაჭერით შევძელით დაგვესაქმებინა რამდენიმე ადამიანი და მნიშვნელოვანად გაგვემყარებინა საწარმოს მდგრადობა.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით და კონკრეტულად რომელი პროდუქტია ყველაზე მეტად მოთხოვნადი?
საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებზე. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მშობელი ინტერესდება სათამაშების მაღალი ხარისხის მნიშვნელობაზე და ვითარდება ცნობიერება ხის სათამაშოების დადებითი თვისებების შესახებ.
ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციიდან, გამორჩეულად მოთხოვნადია საქართველოს რეგიონების ფაზლი, რომლის თამაშითაც პატარები სწავლობენ საქართველოს აგებულებას, რეგიონების განლაგებას, მათ ზომებს და ფორმებს. შეისწავლიან და აერთიანებენ ჩვენს ლამაზ ქვეყანას!
უახლესი