დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელი ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდულია

2024 წელი ფეროშენადნობების ექსპორტისთვის რეკორდულია

23-08-2024 11:00:00

ფეროშენადნობების ექსპორტი 95%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე 177,130.64 ტონა ფეროშენადნობები გავიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის 7 თვეში ეს მაჩვენებელი 90,753.55 ტონას აღწევდა.

2024 წლის შვიდ თვეში ექსპორტირებული ფეროშენადნობების საერთო ღირებულება 201,417.31 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 111,237.69 ათას დოლარს.

ირკვევა, რომ ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის ფეროშენადნობების ექსპორტის 39%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობებს ყიდის:

თურქეთი - 68,912.76 ტონა,

აშშ - 48,056.45 ტონა,

ეგვიპტე - 17,049.57 ტონა,

იტალია - 6,343.16 ტონა,

უკრაინა - 5,580.00 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელი ფეროშენადნობების ექსპორტის კუთხით რეკორდული იქნება, რადგანაც მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლები უკვე აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებლებს, როდესაც ქვეყნიდან ფეროშენადნობების ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებლებზე იყო. 

2019 წელს ქვეყანამ ექსპორტზე 175,255.18 ტონა ფეროშენადნობები გაგზავნა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები