საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში 124 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.7 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.9 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 16.1 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 14.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.9 პროცენტი მცხეთამთიანეთის რეგიონში, ხოლო 14.5 პროცენტი - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 137.4 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 35.4 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 58.0 პროცენტი - ღორი, ხოლო 4.8 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.8 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 179.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2023 წლის IV კვარტალში 17.0 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 34.3 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 34.0 პროცენტი - ფრინველის ხორცზე, 30.8 პროცენტი - ღორის ხორცზე, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 11.1 ათას პირს, საიდანაც 45.5 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 073 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 35.7 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 30.2 ლარი.
უახლესი
11 წუთის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს5 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება