დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ,,ზოდის" სერვისებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

2023 წელს ,,ზოდის" სერვისებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა

01-11-2023 23:14:35

„ზოდის" ისტორია 2007 წელს, კარების, ბუნებრივი ქვების და სარემონტო მასალების იმპორტით და რეალიზაციით იწყება. მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო ბუნებრივი ქვების მოპოვება და წარმოება.

წლევანდელი წელი ,,ზოდის საქმიანობაში საკმაოდ აქტიური და წარმატებულია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან ამბობს, მოთხოვნა სტაბილურად იზრდება წლიდან წლამდე და ამ მხრივ არც მიმდინარე 2023 წელია გამონაკლისი.

„ზოდი" მოიპოვებს და გადაამუშავებს ქართულ ბუნებრივ ქვებს, კირქვას და ანდეზიბაზალტს. ზოდის მომწოდებლების სიაში არიან ცნობილი ბრენდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან და ა.შ თუ ხარისხიანი პროდუქცია და სერვისია საჭირო ზოდი ნამდვილად სწორი არჩევანია და ამას ჩვენი ყოველწლიური ზრდა და მომხმარებლების სიმრავლეც მოწმობს. 2023 წელს მოთხოვნა 20% -ით გაიზარდა. რაც შეეხება ფასს, ბოლო პერიოდში ძირითად პროდუქციის ღირებულება შემცირებულია, რაც ასევე რეალიზაციაზე დადებითად აისახება. კომპანიის წარმატებას კი განაპირობებს პროფესიონალთა გუნდი, პროდუქციის ასორტიმენტი და სერვისები, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებელს", - ამბობს ,,ზოდის"  წარმომადგენელი.

კომპანიაში ზოდში ამ ეტაპზე 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

ცნობისთვის,  ,,ზოდის"  კომპანიის მფლობელობაშია ხუთი ბრენდ მაღაზია- თბილისში, ბათუმში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, სარემონტო მასალების აუთლეტ ზონა, ქვის საამქრო და ქართული ქვის საწარმო. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები