ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 8.9%-ით გაიზარდა 2023 წელს, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან მოცულობა წლიურად მხოლოდ 1.5%-ითაა გაზრდილი 2.7 ტონამდე, - ამის შესახებ Galt And Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
2023 წელს საქართველოდან $89 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა, 2022 წელის კი $81 მილიონის.
ოქროს ექსპორტი საქართველოდან 2017-2021 წლები:
2017 წელი - $71 მილიონი;
2018 წელი - $70 მილიონი;
2019 წელი - $73 მილიონი;
2020 წელი - $98 მილიონი;
2021 წელი - $64 მილიონი;
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი ყველაზე მაღალი 2020 წელს იყო, ხოლო 2021 წელს $64 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა, კლება - $34 მილიონია.
უახლესი